The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი გონაშვილი

დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:18 თებერვალი, 1938  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მირზაანი, სიღნაღის მაზრა.

დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი. 

1905 წლიდან მუშაობდა "მენშევიკების"ფრაქციაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო სიღნაღის მაზრის კომისარი. 1912 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო აგრარული კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში. ბოლშევიკური რეჟიმისა და მისი უშიშროების ორგანოების მიერ პოლიტპატიმრებსა და პარტიების წევრებზე ზეწოლის გზით ჩატარებული "თვითლიკვიდაციის" პროცესებისას 1923 წლის 23 აგვისტოს მისასალმებელი წერილით მიმართა სიღნაღის მაზრის "ყოფილ მენშევიკთა" კონფერენციას და თანაგრძნობა გამოუცხადა. 1925 წელს იყო მეცხვარეთა კოოპერატიული ამხანაგობა "მწყემსის" გამგეობის თავჯდომარე. 1930-იან წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ "წითელ ჯვარში" უფროს დეზინფექტორად, თავმჯდომარედ (1937). დიდი საბჭოთა ტერორის დროს სისტემატური ანტისაბჭოთა აგიტაციისა და "ხალხის მტრებთან" ურთიერთობის ბრალდებით 1937 წლის 17 ივლისს თბილისში დააპატიმრეს. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") 1938 წლის 18 თებერვალს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე ღამით. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.204

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • სკკპ, წევრი (1923-)

გააზიარე: