The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგი გვარჯალაძე

სერგი გვარჯალაძე
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1967  (56 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, ჟურნალისტი, რეჟისორი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

ქართველი ტელე-მაყურებლისათვის იგი ცნობილია, როგორც ტელეწამყვანი, თუმცა ამავე დროს კერძო, დამოუკიდებელ მედია საპროდუქციო კომპანიას ხელმძღვანელობს. მისი ხელმძღვანელობით კომპანიამ რამდენიმე ქართული სატელევიზიო პროდუქტი ("კომუნიკატორი", "ჯეო-პოპი", "ვაკანსია") დაამზადა ტელეკომპანიებისათვის "პირველი არხი" (საზოგადოებრივი მაუწყებელი) და "რუსთავი 2". იგი ყველა ამ გადაცემის კონცეფციის ავტორი, წამყვანი და პროდიუსერი იყო. 2005 წელს მან სრულმეტრაჟიან დოკუმენტალისტიკაში სცადა ძალები, როგორც ავტორმა და რეჟისორმა. 52-წუთიანი დოკუმენტური ფილმი "ელექტრონავტები", 2005 ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეთერში იქნა პირველად წარმოდგენილი. აქვს სხვა დოკუმენტური ფილმებიც. 2012 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი გლდანის შესახებ, "პლანეტა გლდანი"; სატელევიზიო მოღვაწეობის გარდა, იგი ქართული რადიოსადგურებისათვის ("ფორტუნა" და "ფორტუნა+") ორ საავტორო რადიოგადაცემას ("მიუზიქჰოლი" და "მუზორამა") ამზადებდა. წარსულში ლოკალური რადიოსადგურისათვის "Antenne Münster", გერმანულ ქალაქ მიუნსტერში ამზადებდა გადაცემას "Lametta"; ასევე აქტიურია მედია-კონსულტაციის დარგში, თანამშრომლობს რა კომპანიებთან "ჯეოსელი" და "აჭარა მიუზიქჰოლი"; კონსულტაციებს უწევდა "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" დასაქმების პროექტს, ხოლო 2006 წლის ივნისიდან ის პროექტის "ჩვენ ერთი გუნდი ვართ" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ამავე პროექტის ფარგლებში მის მიერ გადაღებული იქნა 56-წუთიანი დოკუმენტური ფილმი "ერთი გუნდი"; 2006 წლის სექტემბრიდან ქართული ყოველთვიური მუსიკალური ჟურნალის "ოზონი" მთავარ რედაქტორად მოღვაწეობდა; ჟურნალის გამოცემა 2007 წლის გაზაფხულზე შეწყდა; ტელეარხ "ПИК"-ზე ამზადებდა გადაცემას "პოპ-მოპედი"; 2013 აპრილიდან "იმედის" ეთერში გადის სერგის საავტორო გადაცემა "იმედიატორი". 

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge



გააზიარე: