შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკა გილაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე; 1998 წელს დაამთავრა ინგლისის ბიურნემოუტნის კოლეჯის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები; 1999–2000წწ. სწავლობდა ფილადელფიის ტემპლის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტს. 1999 წლიდან მუშაობდა დუბლინის საერთაშორისო საფინანსო ცენტრში; 2000 წელს ფილადელფიის მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრის ფინანსური კონსულტანტი; 2001 წლიდან საქართველოს ტელეკომის ფინანსური კონსულტანტი; 2002 წლიდან ესპანური კონსორციუმის - იბერდროლას ფინანსური კონსულტანტი; 2003-2004წწ. ირლანდიური კომპანია ი-ეს-ბი-ის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მენეჯმენტ-კონტრაქტორი, ფინანსური მაკონტროლებელი; 2004 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი; 2007-2009წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 2009-2012წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საჯარო სექტორის დატოვების შემდეგ დააფუძნა საკონსულტაციო კომპანია Reformatics. წყარო: საქართველოს მთავრობის ვებგვერდი: gov.ge; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 78
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |