შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ თათარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1962 წელს. 1972-1973წწ. მუშაობას იწყებს რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხანაში, საამქროს უფროსად; 1973-1975წწ. საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხნის დირექტორის მოადგილედ და მთავარ ინჟინრად; 1975-1978წწ. საწარმოო გაერთიანება "საყოფაცხოვრებო ქიმიის" გენერალურ დირექტორად; 1978-1981წწ. მეტეხის საშენ მასალათა კომბინატის დირექტორის მოადგილედ; 1981-1983წწ. ხელმძღვანელობდა საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს "საქმონტაჟცემრემონტის" სამონტაჟო სამმართველოს; 1983-1984წწ. მეტეხის საშენ მასალათა კომბინატს; 1984-1998წწ. რუსთავის ცემენტის ქარხანას; მუშაობს საქართველოს მრეწველობის სამინისტროში განყოფილების გამგედ; იყო არაერთი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის მფლობელი; არაერთგზის იყო არჩეული რუსთავის საქალაქო საბჭოს დეპუტატად და აღმასკომის წევრად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.240 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |