| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუმბერ თათარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1962 წელს. 1972-1973წწ. მუშაობას იწყებს რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხანაში, საამქროს უფროსად; 1973-1975წწ. საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხნის დირექტორის მოადგილედ და მთავარ ინჟინრად; 1975-1978წწ. საწარმოო გაერთიანება "საყოფაცხოვრებო ქიმიის" გენერალურ დირექტორად; 1978-1981წწ. მეტეხის საშენ მასალათა კომბინატის დირექტორის მოადგილედ; 1981-1983წწ. ხელმძღვანელობდა საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს "საქმონტაჟცემრემონტის" სამონტაჟო სამმართველოს; 1983-1984წწ. მეტეხის საშენ მასალათა კომბინატს; 1984-1998წწ. რუსთავის ცემენტის ქარხანას; მუშაობს საქართველოს მრეწველობის სამინისტროში განყოფილების გამგედ; იყო არაერთი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის მფლობელი; არაერთგზის იყო არჩეული რუსთავის საქალაქო საბჭოს დეპუტატად და აღმასკომის წევრად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.240 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

