The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ციური დარჩიაშვილი

ციური დარჩიაშვილი
დაბადების თარიღი:1966  (59 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1972 წელს. 

1972 წლიდან ც. დარჩიაშვილი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოღვაწეობს მეტალურგიული ფაკულტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ-მუშაკიდან ამავე ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორამდე და ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ და კვლევით მოღვწეობას ეწევა. არის მრავალი ნაშრომის, მეთოდური მითითებისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი გამოგონებები დიდი წარმატებით სარგებლობს და მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. 1986 წელს ის ქ. ტოლიატში გამართული საერთაშორისო გამოფენის დიპლომით დაჯილდოვდა. 1986 წელს მისი გამოგონება შეისყიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქარხანამ, თავად მეცნიერს კი პრემია გადაეცა. 1988-1989წწ. ც. დარჩიაშვილი გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს (1987), სსრკ მინისტრთა საბჭოსა (1990) და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის (1987) პრემიები. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1987), ასოცირებული პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.51-52

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: