შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ თალაკვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სამრეწველო თბოენერგო ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. მუშაობას იწყებს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" სპეციალური სამუშაოების განყოფილების ინჟინრად; 1962 წლიდან საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო კანტორის მთავარი ინჟინერი იყო, 1963 წლიდან ამავე ტრესტის სამშენებლო სამმართველოს "სპეცმშენის" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1965 წლიდან სამონტაჟო ტრესტ "საქმექანომინტაჟის" უბნის უფროსი იყო; 1975 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, ჯერ სამშენებლო სამმართველოს უფროსად, ხოლო 1976 წელს დაინიშნა ამავე სამინისტროს N9 ტრესტის მმართველად; 1978 წელს გაგზავნილ იქნა მოსკოვის საინჟინრო აკადემიის საკვალიფიკაციო კურსებზე მშენებლობის წარმოების, ეკონომიკისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების მიზნით; 1980 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სპეციალური სამონტაჟო სამუშაოების სამმართველოს უფროსად, ხოლო 1984 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მშენებარე საწარმოების გაერთიანებული დირექციის უფროსი იყო; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.241
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |