The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაურ თალაკვაძე

ზაურ თალაკვაძე
Date of birth:7 June, 1936  (87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სამრეწველო თბოენერგო ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს.

მუშაობას იწყებს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" სპეციალური სამუშაოების განყოფილების ინჟინრად; 1962 წლიდან საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო კანტორის მთავარი ინჟინერი იყო, 1963 წლიდან ამავე ტრესტის სამშენებლო სამმართველოს "სპეცმშენის" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1965 წლიდან სამონტაჟო ტრესტ "საქმექანომინტაჟის" უბნის უფროსი იყო; 1975 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, ჯერ სამშენებლო სამმართველოს უფროსად, ხოლო 1976 წელს დაინიშნა ამავე სამინისტროს N9 ტრესტის მმართველად; 1978 წელს გაგზავნილ იქნა მოსკოვის საინჟინრო აკადემიის საკვალიფიკაციო კურსებზე მშენებლობის წარმოების, ეკონომიკისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების მიზნით; 1980 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სპეციალური სამონტაჟო სამუშაოების სამმართველოს უფროსად, ხოლო 1984 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მშენებარე საწარმოების გაერთიანებული დირექციის უფროსი იყო; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.241


Share: