შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურმან ჯგუბურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოქუმი, გალის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტი 1972 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა გვირაბგამყვანად, მძღოლად, ჟურნალ "საუნჯის" განყოფილების გამგედ, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" რედაქტორად, გაზეთ "სიტყვის" მთავარ რედაქტორად. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1958 წელს ზუგდიდის საქალაქო გაზეთ "მებრძოლში", პირველი პოეტური კრებული "ლექსები" - 1969 წელს. მას ეკუთვნის ლექსთა კრებულები "მდინარის პირა ყანა" (1977), "შენ იყურები სარკმლიდან ახლა" (1983), "ლექსები" (1984), "ოდიშური სანახები", "შუადღის კარი", "ეკატერინე ჭავჭავაძე", "შინაური გარემო"; რომანი "ორი თვალი" (1984), აგრეთვე ი. ბუნინის ლექსების თარგმანი (კრებული "შემოდგომა", 1975). თარგმნილი აქვს მსოფლიო პოეზიის ბევრი სხვა წარმომადგენლის ლექსები, ცალკეული ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, პოლონურ ენებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.550; kvira.ge; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 415 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |