The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ჯეჯელავა

დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1883
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1936  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 

1905-1907 წლებში აქტიურად მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებსა და დემონსტრაციებში თბილისში. მეფის მთავრობამ რამდენჯერმე დააპატიმრა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ბათუმის მუშათა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა საბჭოს წევრად. იმავე წლის დამლევს მუშაობდა რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში თბილსში. 1919  წლის ოქტომბერში გორის მაზრაში ხელმძღვანელობდა გლეხთა აჯანყებას, რომლის დამარცხების შემდეგ თბილსში დაბრუნდა და განაგრძო არალეგალური მუშაობა გარნიზონის ჯარისკაცებს შორის. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა. რევოლუციური მოძრაობის მონაწილი საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.557

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ბოლშევიკური კომიტეტი, წევრი (1919-)
  • კომუნისტური პარტია, წევრი (1902-)

გააზიარე: