The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჯვარშეიშვილი

დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1914  (110 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადები ადგილი: ქ. სამტრედია.

თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1936 წელს მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში (1937-1979), მათ შორის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტში, სადაც 1965 წელს ჩამოაყალიბა ამიერკავკასიაში პირველი ჰიდროტრანსპორტისა და ჰიდრომექანიზაციის ლაბორატორია. 1979 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და წყლის ენერგიის გამოყენების კათედრის პროფესორია. მისი სამეცნიერო შრომები ეხება სამთო საწარმოთა ჰიდრომექანიზაციის, ჰიდროტრანსპორტისა და მილსადენების ჰიდრავლიკის საკითხებს. არის 25 გამოგონების ავტორი. მეცნიერი ჰიდრომექანიზაციისა და ჰიდროტრანსპორტის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1971).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.562

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო ჟურნალის "Journal of Pipe Lines" ("მილსადენები"; აშშ) რედკოლეგია, წევრი
  • სკკპ , წევრი (1940-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: