The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო დოლიძე

ნინო დოლიძე
დაბადების თარიღი:1952  (72 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამკერვალო ნაკეთობათა ტექნოლოგის სპეციალობით 1977 წელს და მოსკოვის მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა 1991 წელს.

1979-1981წწ.  ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი და საფეიქრო მრეწველობის მანქანებისა და აპარატების  კათედრაზე  მუშაობს: ლაბორანტად (1981-1992), ასისტენტად (1991-1994), უფროს მასწავლებლად (1994-2006), დოცენტად, პროფესორად. 2008 წელს კი მას გამოყენებითი დიზაინისა და მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიის დეპარატმენტის კოორდინატორად ინიშნება. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მნიშვნელოვანი შედეგები თავმოყრილია 60 გამოქვეყნებულ ნაშრომსა და 18 მეთოდურ მითითებაში. ის ასევე 3 საავტორო მოწმობასაც ფლობს. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით მას უნივერსიტეტის დამსახურებული მუშაკის წოდება მიენიჭა. ნ. დოლიძე არის 2007 წელს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის "საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო უნიფორმის დამუშავება" და "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა სამოსის დამუშავება ქართული ორნამენტის აღდგენით" სამეცნიერო ხელმძღვანელი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1991), პროფესორი(2008).

სადისერტაციო თემა -"ხელოვნური ბეწვის  ტანსაცმლის ულტრაბგერითი შედუღების ტექნოლოგიური პროცესების კვლევა და დამუშავება".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.54-56

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: