Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯიმშელი ჯიმშელეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცხუნკური, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1929 წელს. 1930 წლიდან იყო საკავშირო საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" თბილისის განყოფილებაში ინჟინერი, ჯგუფის უფროსი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1934 წლიდან არის ხრამჰეს-1-ის საპროექტო ბიუროს ძალოვანი კვანძის მთავარი ინჟინრის მოადგილე, ბიუროს უფროსი; 1934-1939წწ. მისი ხელმძღვანელობით დაპროექტებულია დაშტაკულარის, სადახლოს, თრიალეთის, ცაგერის, სოლორის, კეხვის, რიწეულისა და ცხინვალის ჰესები. 1938-1955წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრას; 1936-1942წწ. - სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1943-1967წწ. - თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1956 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციების კურსს "ჰიდროტექნიკური მშენებლობის" სპეციალობაში; მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მიმდინარეობდა ღია კალაპოტების ჰიდროტექნიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობების ახალი რაციონალური კონსტრუქციების შექმნის მიმართულებით; ავტორია 45 გამოქვეყნებული ნაშრომის. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1939), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.565; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.454-455 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |