The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჯინჭარაძე

გიორგი ჯინჭარაძე
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1899
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 1982  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა კ. ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემიის კურსები 1951 წელს.

წითელ არმიაში იყო 1921 წლიდან ოცეულის, ბატარეის, სასწავლო დივიზიის მეთაურად. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს იბრძოდა ბრიანსკის, ლენინგრადის, უკრაინის IV ფრონტებზე. მეთაურობდა პოლკს, დივიზიას; იყო არმიის არტილერიის მეთაურის მოადგილე. ომის შემდეგ სამეთაურო თანამდებობები ეკავა. 1954-1963 წწ. ხელმძღვანელობდა სამხედრო კათედრას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1963 წლიდან თადარიგში გადავიდა. დაჯილდოებულია 6 ორდენითა და მედლებით. საბჭოთა არტილერიის გენერალ-მაიორი (1946).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.566

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: