The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი თაყაძე

გიორგი თაყაძე
Date of birth:1912
Date of death:2003  (at 91 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ამიერკავკასიის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1935 წელს.

მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" სისტემაში, "გზამშენში", რკინიგზის სალიანდაგო სამსახურში, გორის საფეიქრო და თბილისის საავიაციო ქარხნების მშენებლობაზე, კითხულობდა ლექციებს ტოპოგრაფიულ, ინდუსტრიულ და რკინიგზის ტექნიკუმებში; 1941-1945წწ. იყო სამამულო ომის მონაწილე; 1948 წლიდან მუშაობდა მელიორაციის ს/კ ინსტიტუტში; 1968 წელს მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დოცენტად, სადაც შემდგომ პერიოდში, როგორც მეცნიერი და კათედრის პროფესორ-კონსულტანტი ნაყოფიერად მოღვაწეობდა;  წლების განმავლობაში იყო სამშენებლო ფაკულტეტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს მდივანი და სატრანსპორტო და სამთო ფაკულტეტების სამეცნიერო საბჭოს წევრი; ჰქონდა ფუნდამენტური გამოკვლევები საპროპელის მოპოვებისა და დამუშავების, გამოუყენებელი მიწების ათვისების, სამელიორაციო მშენებლობისა და მიწის სამუშაოების ჰიდრომექანიზაციის სფეროში; იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 5 მონოგრაფიის ავტორი; სამამულო ომში მონაწილეობისათვის დაჯილდოებული იყო საბრძოლო მედლებით.მინიჭებული ჰქონდა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატისა და დოქტორის ხარისხი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.242

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: