შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ თევდორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს. 1960-1967წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილებაში ინჟინრად; მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსოფლმშენის" სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1968 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" N1 რკინაბეტონის ქარხნის მთავარ ინჟინრად, შემდეგ დირექტორად; 1970-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამრეწველო საწარმოთა განყოფილებაში უფროსის მოადგილედ; 1976 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" ლილოს რკინაბეტონის ქარხნის დირექტორი; 1989 წლიდან საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქაგრომშენინდუსტრიის" მმართველი იყო; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.242
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |