| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა ხინკილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის (ОВИМУ) დასწრებული სწავლების ინჟინერ-გემთწამყვანთა ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში აშშ-ს ქალაქ ბალტიმორის საზღვაო აკადემიაში გაიარა ერთწლიანი კურსი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ზღვაში საქმიანობა ოდესიდან, შავი ზღვის სანაოსნოს სამგზავრო ფლოტის გემებზე დაიწყო თავდაპირველად საკრუიზო ლაინერების «КАЗАХСТАН», «АЗЕРБАЙДЖАН»-ისა და «ФЕДОР ШАЛЯПИН»-ის კაპიტნის მეოთხე თანაშემწედ, მოგვიანებით კი სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არაერთი ტანკერისა და ბალკერის კაპიტნის მესამე, მეორე და უფროსი თანაშემწის მოვალეობებს ასრულებდა. ცურავდა გემებზე : "LEON", "LEVAN", "NIKO K" და სხვა. 2000 წელს ზაზა ხინკილაძე შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცეს და მას შემდეგ დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა სანაოსნო კომპანიების (ნორვეგიის, საბერძნეთის, სინგაპურის) გემების ეკიპაჟებს მეთაურობს. 2006-2009 წლებში სინგაპურის საზღვაო აკადემიაში გაიარა ე.წ. DP კურსები, რის შემდეგაც ორი წლის მანძილზე ნორვეგგიის ოფშორულ კომპანიაშიც საქმიანობდა. ამჯერად კაპიტანი ზაზა ხინკილაძე ბერძნული სანაოსნო კომპანიის გემების (ძირითადად ტანკერები) ეკიპაჟებს მეთაურობს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

