The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ თევდორაძე

ჯემალ თევდორაძე
დაბადების თარიღი:1940
გარდაცვ. თარიღი:1976  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აცანა, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1967 წელს.

1967-1972წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1972 წელს დაინიშნა იმავე სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1974 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N14 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოს; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის მიკრორაიონების განაშენიანების სამუშაოებს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.242


გააზიარე: