The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჯინჭარაძე

მიხეილ ჯინჭარაძე
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1904
გარდაცვ. თარიღი:28 ოქტომბერი, 1981  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი 1929 წელს, სამხედრო-საზღვაო მეთაურთა უმაღლესი კურსები არტილერიის სპეციალობით 1933 წელს.

1929-1932 წწ. მსახურობდა ბალტიის ფლოტში, 1933-1939 წწ. წყნარი ოკეანის ფლოტში და ამურის ფლოტილიაში ნაღმოსან "ლენინის" მეთაურად, შემდეგ ნაღმოსანთა დივიზიონის მეთაურად, დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს - შავი ზღვის ფლოტში. ომის შემდეგ ხელმძღვანელ თანამდებობებზე იყო შავი ზღვისა და წყნარი ოკეანის ფლოტებში (1948-1962), პ. ნახიმოვის სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში (1962-1966). დაჯილდოებულია 5 სხვა ორდენითა და მედლებით, აგრეთვე ჩინის სრული მედლით. 1966 წელს თადარიგში გადავიდა. საბჭოთა კონტრადმირალი (1949).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.566

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი

გააზიარე: