The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ჯიქია

დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1894
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 1978  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭაქვინჯი, ზუგდიდის რაიონი.

1915 წლიდან ტელეგრაფისტად მუშაობდა სამარაში (კუიბიშევი), პეტროგრადსა და ვიბორგში. 1917-1918 წწ. პეტროგრადის წითელ გვარდიაში იყო. სექტემბერში საქართველოში დაბრუნდა და აქტიური პარტიულ-პროპაგანდისტული მუშაობა გააჩაღა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების (1921) შემდეგ პარტიული და საბჭოთა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოსტი ეკავა. დიდი სამამულო ომის (1941-1945) მონაწილე იყო. 1946-1978 წწ. აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს განყოფილების გამგე და აფხაზეთის ასსრ ცენტრალური არქივის მეცნიერ მუშაკი იყო. დაჯილდოებულია მედლებით. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.567

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტთან არსებული პარტიის ვეტერანთა საქართველოს რესპუბლიკური საბჭო, თავმჯდომარე
  • საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტთან არსებული პარტიის ვეტერანთა საქართველოს რესპუბლიკური საბჭო, წევრი
  • სკკპ, წევრი (1917-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: