The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირინა ზედგენიძე

ირინა ზედგენიძე
Date of birth:1977  (48 years)
Category:Engineer, Scientist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა საქართველოს პოლიტიკნიკური ინსტიტუტის  ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი 1982 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1985 წელს. 

1985 წელს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური  ქიმიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. ი. ზედგენიძე ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა, კითხულობდა  ფიზიკური ქიმიის კურსს ფიზიკის ფაკულტეტზე. ის 32 სამეცნიერო შრომის და ანტიკოროზიული საფარების დარგში 5 საავტორო გამოგონების ავტორია. 1998 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტის პარალელურად ი. ზედგენიძე სკოლა-კომპლექს "ბალავარშიც"  ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო სკოლის სამეცნიერო-პრაქტიკული ლაბორატორიის ხელმძღვანელი და გაზეთ "ქიმიის" რედაქტორი. 2002 წელს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ და ამავე უნივერსიტეტთან არსებული მრავალპროფილიანი კოლეჯის დირექტორად დაინიშნა, 2005 წლიდან კი მის მიერვე დაფუძნებული წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახ. მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯის დირექტორია. იყო დიმიტრი ერისთავის სახელობის სტიპენდიანტი (1980), ლენინური სტიპენდიანტი (1981), დ. მენდელეევის სახ. ქიმიური საზოგადოების პრემიის ლაურეატი (1987). ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1990), დოცენტი(1991).

წყარო:საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.65-66


Share: