The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიანა თევზაძე

დიანა თევზაძე
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს, მოგვიანებით საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდრონაგებობების ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა.

ასპირანტურაში სწავლის პარალელურად მუშაობდა ენერგეტიკისა და ჰიდრონაგებობების ს/კ ინსტიტუტში "ენგურჰესის" კაშხლის ბეტონების შერჩევაზე; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სტუ-ს არქიტექტურის ფაკულტეტსა და საკვალიფიკაციო კურსებზე, მუშაობდა კათედრის გამგის მოადგილედ; არის რამდენიმე სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი; კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინრბული იყო აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ). არის ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.243

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის , ასოცირებული წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: