The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ ჯიქიძე

დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1926  (98 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს.

მუშაობდა სოხუმში სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1961 წლიდან ინფექციური პათოლოგიური ლაბორატორიის გამგეა, 1967 წლიდან დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. შეისწავლიდა პრიმატების ბაქტერიულ და ვირუსულ დაავადებებს შედარებითი ბიოლოგიის ასპექტში, ნაწლავთა ინფექციების ეტიოლოგიის, პათოგენეზისა და აქტიური პროფილაქტიკის საკითხებს. მაიმუნებზე შექმნა ადამიანის ზოგიერთი ინფექციური დაავადების მოდელი და სხვა. დაჯილდოებულია მედლებით. მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.568

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1953-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1974 - აფხაზეთის ასსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: