The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჯიღაური

გიორგი ჯიღაური
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1901
გარდაცვ. თარიღი:1988  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1930 წელს. 

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა გეოლოგიურ პარტიებში. 1930 წლიდან მუშაობდა "ჰიდროენერგოპროექტში". ორმოცი წლის მუშაობის განმავლობაში შეასრულა ყველა ჰიდროელექტროსადგურის პროექტების გეოლოგიური დასაბუთება. ტექნიკურ დახმარებას უწევდა სახალხო დემოკრატიულ ქვეყნებს (რუმინეთს, ბულგარეთს, ერაყს). მისი გამოკვლევები ეხება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საინჟინრო-გეოლოგიურ საკითხებს.  მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.568; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 343; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.457

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: