The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჯიშკარიანი

ოთარ ჯიშკარიანი
დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1929
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 1995  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გუბი, წულუკიძის რაიონი (ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია პლაკატის სპეციალობით (პედაგოგები: იოსებ შარლემანი, ვლადიმერ გრიგოლია, სამსონ ნადარეიშვილი, სერგო ქობულაძე) 1955 წელს.

1950-იანი წლებიდან სისტემატურად თანამშრომლობდა რესპუბლიკის ჟურნალებში: "ნიანგი", "დილა", "პიონერი", "ცისკარი", "დროშა", "პირიმზე", "საქართველოს ქალი"; მას ეკუთვნის ლიტერატურული ჟურნალების: "ცისკარი", "ლიახვი", "კრიტიკა" გარეკანის შრიფტები; მთელი თავისი შემოქმედების მანძილზე მუშაობდა წიგნის გრაფიკაში და ამ დარგის ერთ-ერთ წამყვან ოსტატად ითვლებოდა; 1958-1968 წწ. იყო გამომცემლობა "ნაკადულის" მთავარი მხატვარი; 1956-1958 წწ. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" მხატვრული რედაქტორი; 1968-1975 წწ. გამომცემლობა "მერანის" მთავარი მხატვარი; 1975-1981 წწ. გამომცემლობა "ხელოვნების" მთავარი მხატვრი; 1981-1989 წწ. "ბავშვთა სურათების გალერეის" დირექტორის მოადგილე; 1989-1995 წწ. ჟურნალისტთა კავშირის ფოტოსტუდიის დირექტორი; 1970 წ. ოთარ ჯიშკარიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გამომცემლობა "მერანში" დაარსდა საგამოფენო დარბაზი, სადაც სისტემატურად ეწყობოდა მხატვრული გამოფენები; 1971 წლის აპრილში მხატვრის კვირეულთან დაკავშირებით, მისი ინიციატივით გამოვიდა პირველი გაზეთი "მხატვარი"; მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და უცხოეთში მოწყობილ სამხატვრო გამოფენებში: პოლონეთი (1959), გფრ (1964), ბელგია, ნიდერლანდები (1968), ვიეტნამი (1972) და სხვ.; 1958 წელს მოსკოვში გამართული "ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადისათვის" - ო. ჯიშკარიანის, დ. დუნდუასა და ნ. მალაზონიას მიერ ერთობლივად შესრულებულმა პლაკატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა; 1972 წელს გამომცემლობა "მერანის" საგამოფენო დარბაზში მოეწყო ო. ჯიშკარიანის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა; 1986 წლის მაისში, მხატვრის სახლში, გაიმართა მხატვრის ნამუშევრების მეორე პერსონალური გამოფენა; 1989 წლის ოქტომბერში პერსონალური გამოფენა იტალიაში (ქ. რიეტი); 1991 წლის სექტემბერში გამოფენა ქალიშვილთან, მარინა ჯიშკარიანთან ერთად გერმანიაში (ქ. მიუნჰენი, ქ. კიონეგშტაინი). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს მუზეუმებში: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (თბილისი), შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმი (თბილისი), გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახ. მუზეუმი (თბილისი), ა. ქუთათელაძის სახ. თსსა მუზეუმი (თბილისი), ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი (ქ. ხარაგაული), საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი (საქართველო, თბილისი), ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (რუსეთი, მოსკოვი), კერძო კოლექციებში საქართველოსა და საზღვარგარეთ. მიღებული აქვს მრავალი საკავშირო ჯილდო და დიპლომი. მათ შორის: საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის გამოცემის საქმეში ნაყოფიერი მუშაობისათვის - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1963), პლაკატის საკავშირო გამოფენაზე წარდგენილი ნამუშევრისთვის - "На вахте в честь XXII съезда КПСС" - სსრკ მხატვართა კავშირის სამდივნოს მმართველობის მიერ, მეორე ხარისხის დიპლომი (1963), პლაკატის რესპუბლიკათშორის გამართულ გამოფენაზე ნამუშევრისთვის  - "1-ое июня – день защиты детей" - სსრკ მხატვართა კავშირის სამდივნოს მმართველობის მიერ, პირველი ხარისხის დიპლომი (1966), ამიერკავკასიის რესპუბლიკათა კონკურსში - "წიგნის საუკეთესო მხატვრული გაფორმებისა და პოლიგრაფიული შესრულებისთვის" - დაჯილდოვდა დიპლომით (ვაგიფი "ლექსები", სერია - "აფხაზური მოთხრობები", 1968), წიგნის საუკეთესო მხატვრული გაფორმებისა და პოლიგრაფიული შესრულების რესპუბლიკური კონკურსის დიპლომი - "საუკეთესო მხატვრული გაფორმებისათვის" (1971, "ერთი კარგი წელიწადი" / კ. ლორთქიფანიძე.-თბ.: მერანი, 1970;  "რჩეული" / კ. კალაძე.-თბ.: მერანი, 1970; "სპარსული ზღაპრები" - გამომცემლობა "ნაკადული"), როგორც გამომცემლობა "ხელოვნების" მთავარ მხატვარს მიენიჭა ნიშანი - "სოციალისტური შეჯიბრების გამარჯვებული 1975 წელს" (1976 ), ჩრდილო ოსეთის სსრ ავტონომიის უმაღლესი საბჭოს მიერ, სასტუმრო "ვლადიკავკაზის" მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის საპატიო ორდენი (1977), პლაკატის საერთაშორისო კონკურსზე - "პლაკატი ოლიმპიადა -80" - დიპლომი (1980) და სხვ. მხატვრის სამუშაო სფეროს წარმოადგენდა: წიგნის გრაფიკა, დაზგური გრაფიკა, პლაკატი, შრიფტი, ფერწერა, მოზაიკა; 2020 წლის 31 აგვისტოს, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა ო. ჯიშკარიანის საიუბილეო გამოფენა "ოთარ ჯიშკარიანი - 90" და ალბომის პრეზენტაცია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.569; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 204-205

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1957-)
  • სსრკ ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1970 - მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: