შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია ჯიჯეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩოჩხათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1953 წელს, 1956 წელს ი. ჯავახიშვილის სახელობის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1957 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ჯერ უმცროს, ხოლო 1960 წლიდან უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. სხვადასხვა დროს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სკკპ ისტორიის კათედრებზე. 1977 წლიდან მუშაობდა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სკკპ ისტორიის კათედრის გამგედ. იგი იკვლევდა საქართველოს ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ და სოციალისტური რევოლუციების ისტორიის, სოციალიზმის მშენებლობის თავისებურებების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სრულყოფის , მუშათა კლასის, გლეხობისა და ინტელიგენციის კავშირის, სკკპ ისტორიის სწავლების მეთოდიკის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1977). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.569 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |