The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამია ჯიჯეიშვილი

Date of birth:12 April, 1931  (93 years)
Category:Historian

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩოჩხათი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1953 წელს, 1956 წელს ი. ჯავახიშვილის სახელობის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1957 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ჯერ უმცროს, ხოლო 1960 წლიდან უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. სხვადასხვა დროს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სკკპ ისტორიის კათედრებზე. 1977 წლიდან მუშაობდა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სკკპ ისტორიის კათედრის გამგედ. იგი იკვლევდა საქართველოს ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ და სოციალისტური რევოლუციების ისტორიის, სოციალიზმის მშენებლობის თავისებურებების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სრულყოფის , მუშათა კლასის, გლეხობისა და ინტელიგენციის კავშირის, სკკპ ისტორიის სწავლების მეთოდიკის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1977).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.569

Member of Organizations

  • სკკპ , წევრი (1953-)

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Share: