The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გიორგაძე

დავით გიორგაძე
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1982 წელს. 1982-1989წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა ქ. მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში და მიიღო ონკოლოგისა და ონკოქირურგის კვალიფიკაცია.

1989-2009წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში, გაიარა გზა ქირურგის თანამდებობიდან თორაკალური ქირურგიის განყოფილების გამგემდე; 2006 წელს მიენიჭა დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის ("აიეტი") პროფესორის წოდება; 2009 წლიდან მუშაობს კლინიკა "კონსილიუმ მედულაში"; 2011 წლიდან არის ამავე კლინიკის კლინიკური მიმართულებების ხელმძღვანელი, ასევე ზოგადი ონკოლოგიის რეზიდენტურის ხელმძღვანელი. 90-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მრავალი საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე, ასევე 6 კლინიკური კვლევის (4 ონკოლოგიური და 2 ქირურგიული) მთავარი მკვლევარი. იგი საქართველოში ერთ-ერთ წამყვან თორაკალურ ქირურგად ითვლება. მის მიერ პირველად საქართველოში შესრულდა რადიკალური ქირურგიული ჩარევა (პნევმონექტომია, პლევრექტომია, პერიკარდისა და დიაფრაგმის რეზექცია, ამ უკანასკნელის ხელოვნური ბადით პლასტიკით) პლევრის მეზოთელიუმის გამო. დავით გიორგაძე აგრეთვე არის თორაკოსკოპიური ქირურგიის ერთერთი ფუძემდებელი საქართველოში. ქირურგი, ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადისერტაციო თემა - "გართულებული ფილტვის კიბო (კლინიკა-დიაგნოსტიკა, მკურნალობა)", დაიცვა 1989წელს.

წყარო: newhospitals.gemedconsilium.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაცია (ASCO) , წევრი
  • ევროპის მედიკოსთა ასოციაციის საქართველოს თორაკალურ ქირურგთა სექცია, ხელმძღვანელი
  • ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაცია (ESMO) , წევრი
  • საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია, გამგეობის წევრი და ხაზინადარი
  • საქართველოს რესპირატურთა საზოგადოება, გამგეობის წევრი

გააზიარე: