The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ გურჯუა

ვასილ გურჯუა
Legal name:ვასო ღურჯუა
Date of birth:15 November, 1885
Date of death:19 September, 1924  (at 38 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კინდღი, კოდორის მაზრა. 

დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი 1901 წელს.

1902 წელს ჩაერთო განმათავისუფლებელ მოძრაობაში და გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის "მენშევიკური" ფრაქციის წევრი. 1905 წელს აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში აფხაზეთში, გუდაუთაში. 1905 წელს დააპატიმრეს გუდაუთაში უცხოეთიდან იარაღის არალეგალურად შემოტანის საქმეზე. ტფილისის სასამართლო პალატამ 1907 წელს 102-ე მუხლით, ერთი წლით კატორღა მიუსაჯა. ორწელიწად-ნახევარი იჯდა ტფილისის მეტეხის ციხეში. 1918 წლის 26 მაისს, სეიმის დაშლის და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დელეგირებული იყო აფხაზეთში ავტონომიური მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში. 1921 წელს დააპატიმრეს ოჩამჩირეში, სადაც პოლიტბიუროს საპატიმროში იჯდა 15 დღე და შემდგომ გადაგზავნეს სოხუმში, სადაც სამთვენახევარს იჯდა ციხეში. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა კინდღში, მაგრამ მასობრივი დაპატიმრებების დაწყების შემდეგ გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაზე. 1924 წლის პირველ აგვისტოს, სოფელ ბედიაში, ოჩამჩირის მილიციის თანამშრომლებმა დააპატიმრეს. 1924 წლის 15 და 17 სექტემბერს, აფხაზეთის ასსრ საგანგებო სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს სოხუმში, 19 სექტემბრის დილის 4 საათზე. დახვრეტის აქტის მიხედვით სიკვდილის წინ მისი მხრიდან თხოვნა ან რაიმე სახის განცხადება არ ყოფილა. დახვრეტის ადგილი უცნობია. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.207

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • აფხაზეთის ეროვნული საბჭოს, წევრი (1917-)
  • რსდმპ კოდორის კომიტეტი, წევრი (1917-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის "მენშევიკური" ფრაქცია, წევრი (1902-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტი, წევრი (1917-)
  • სსუდო-სბერეგატელნი საზოგადოება, თავმჯდომარე (1914-)

Share: