The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იგორ გიორგაძე

იგორ გიორგაძე
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზაისანი, ყაზახეთი.

დაიბადა სსრკ-სა და ჩინეთის საზღვარზე მესაზღვრის ოჯახში. დაამთავრა საშუალო სკოლა 1967 წელს; მიიღო მუსიკალური განათლება ვიოლინოს განხრით; სიყმაწვილეში აქტიურად მისდევდა სპორტის მრავალ სახეობას (ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი); დაამთავრა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ი) უმაღლესი სკოლა მოსკოვში 1973 წელს.

1973-1995წწ. რესპუბლიკის უშიშროების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა; 1980-1981წწ. მონაწილეობდა სსრკ სუკ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმ "კასკადის" საბრძოლო ოპერაციებში ყანდაარში, ავღანეთში; 1991-1992 წწ. სამოქალაქო ომში მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა მხარეს; 1993-1995წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრი; 1995 წელს  პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა; იმავე წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ღია წერილის შემდეგ იგი ფაქტობრივად გადავიდა ღია კონფრონტაციაზე; საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 1995 წლის 20 ნოემბერს ინტერპოლის წითელი ცირკულარით იგორ გიორგაძეზე ძებნა გამოცხადდა. ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ დააფუძნა პარტია "სამართლიანობა" და ორგანიზაცია "ანტისოროსი". მიღებული აქვს 15 სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის მედალი "საბრძოლო მიღწევებისათვის"; გენერალ-ლეიტენანტი (1994).

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია., ტ. 2. - თბ., 2012 . -გვ.14; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.126-127


გააზიარე: