The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ოლთისარი

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

XI საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწე, ათონელი ბერი, წარმოშობით ოლთისიდან. ცნობები მის შესახებ დაცულია "გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში". ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი 1066 წლიდან. გიორგის წინამძღვრობის დროს მისი წინამორბედის, გიორგი მთაწმინდელის ნეშტი ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაასვენეს და გიორგი მაშენებელის გვერდით დაკრძალეს. გიორგი ოლთისარის მოღვაწეობის დროს მონასტერს მფარველობას უწევდა ბიზანტიის დედოფალი, ბაგრატ IV-ის შვილი მარიამი; ათონზე გრძელდებოდა მწიგნობრული საქმიანობა, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული თვით გიორგიც. ამას ადასტურებს მისი მოხსენიება არაერთი ხელნაწერის კოლოფონში (განსაკუთრებით აღსანიშნავია 1074 წლის "ათონის კრებული" A-558). 1071 წელს გიორგის მეცადინეობით ივერთა მონასტერმა დაიბრუნა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ მელიციანში (სტრიმონის თემი, საბერძნეთი) მითვისებული მიწები.

წყარო: Wikiwand: www.wikiwand.com


გააზიარე: