The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ოსტატი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისის ქართველი ოსტატი.

1811 წელს სოფელ ვაშლოვანში (თეთრი წყაროს რაიონი) აუგია კოშკი (მოხსენებულია კოშკის წარწერაში). გეგმით წრიული, სამსართულიანი კოშკი ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ყოველ სართულზე თითო ოთახია. საგანგებოდ არის დამუშავებული სამხრეთი (სოფლისაკენ მიმართული) მხარე. აგურით ნაშენ შვერილ ნაწილში ორი ღრმა თაღია. ქვედაში შესასვლელია, ზედაში კი დატანებულია დარბაზის აივნის კარი. კარს ზემოთ ორბელიანების გერბიანი ყვითელი ქვა არის ჩასმული. კოშკის გარეგანი სახე, პროპორციები, ტექნიკური შესრულების მაღალი დონე მოწმობს, რომ კოშკის აშენებული გვიანფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ტრადიციებზე აღზრდილი და დახელოვნებული ოსტატი ყოფილა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.-გვ.165


გააზიარე: