The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით დავითხანიანი

დავით დავითხანიანი
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1888
გარდაცვ. თარიღი:7 აგვისტო, 1957  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ტფილისის კომერციული სასწავლებლის კურსი, ლაიფციგის კომერციული ინსტიტუტის პოლიტეკონომიის ფაკულტეტი 1914 წელს. 

სწავლობდა ერევნის საეპარქიო სკოლაში. პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებოდა, თუმცა 1908 წლის 11 აპრილს პარტიის წევრობის გამო დააპატიმრეს და ერთი წელი ციხეში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ მალევე დააპატიმრეს, 1910 წელს და გადაასახლეს რუსეთში, საიდანაც საზღვარგარეთ გაღწევა მოახერხა. 1914 წელს იყო ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანი. 1919 წლის 7 ნოემბერს უარი თქვა დეპუტატის მანდატზე. იყო სომხეთის რესპუბლიკის სურსათისა და მომარაგების სამინისტროს რწმუნებული საქართველოში. 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების დროს, დატოვა საქართველო და 1923 წლამდე ცხოვრობდა სტამბოლში. 1923 წლის შემდგომ გადასახლდა ბერლინში. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაბმული იყო სომეხი სამხედრო ტყვეების გამოხსნა-მოწყობის ღონისძიებებში. 1945 წლიდან 1949 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა შტუტგარდში. 1949 წელს გადასახლდა პარიზში, სადაც ცხოვრობდა 1951 წლამდე. 1951 წლიდან ოჯახთან ერთად გადასახლდა არგენტინაში, ბუენოს-აირესში. ხელმძღვანელობდა სომხური ყოვედღიური გაზეთის "Armenia"-ს გამოცემას. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.215

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტია, წევრი (1918-)
  • სომხური რევოლუციური ფედერაციის პარტია "დაშნაკცუტიუნი" , წევრი

გააზიარე: