Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით დავითხანიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტფილისის კომერციული სასწავლებლის კურსი, ლაიფციგის კომერციული ინსტიტუტის პოლიტეკონომიის ფაკულტეტი 1914 წელს. სწავლობდა ერევნის საეპარქიო სკოლაში. პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებოდა, თუმცა 1908 წლის 11 აპრილს პარტიის წევრობის გამო დააპატიმრეს და ერთი წელი ციხეში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ მალევე დააპატიმრეს, 1910 წელს და გადაასახლეს რუსეთში, საიდანაც საზღვარგარეთ გაღწევა მოახერხა. 1914 წელს იყო ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანი. 1919 წლის 7 ნოემბერს უარი თქვა დეპუტატის მანდატზე. იყო სომხეთის რესპუბლიკის სურსათისა და მომარაგების სამინისტროს რწმუნებული საქართველოში. 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების დროს, დატოვა საქართველო და 1923 წლამდე ცხოვრობდა სტამბოლში. 1923 წლის შემდგომ გადასახლდა ბერლინში. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაბმული იყო სომეხი სამხედრო ტყვეების გამოხსნა-მოწყობის ღონისძიებებში. 1945 წლიდან 1949 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა შტუტგარდში. 1949 წელს გადასახლდა პარიზში, სადაც ცხოვრობდა 1951 წლამდე. 1951 წლიდან ოჯახთან ერთად გადასახლდა არგენტინაში, ბუენოს-აირესში. ხელმძღვანელობდა სომხური ყოვედღიური გაზეთის "Armenia"-ს გამოცემას. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.215 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |