Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნაპო თოდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აბასთუმანი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1979წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის ფოთის სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1979-1982წწ. სამშენებლო ტრესტ "კოლხთმშენის" ფოთის N2 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1982-1986წწ. საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ფოთის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1986-1990წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N10 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსი; ხელმძღვანელობდა ფოთში ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლების, პოლიკლინიკის, საშუალო სკოლების, საბავშვო ბაღების, სამკერვალო ფაბრიკის, წისქვილქარხნის ურთულესი საინჟინრო ნაგებობის მშენებლობას; მონაწილეობდა მდინარე რიონზე წყალქვეშა დიუკერის მოწყობისა და მეშვიდე კილომეტრის ხიდის გამაგრების სამუშაოებში; არის რამდენიმე გამოგონების ავტორი, რამდენიმე მოწვევის ფოთის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.247-248 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |