Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი თოფაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ყაზბეგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი იმჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1932 წელს. 1928 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს ტექნიკურ განყოფილებაში ტექნიკოსად; 1928-1930წწ. ხევსურეთის სოფლებში - ბარისახოში, ხახმატსა და შატილში - სკოლებისა და საავადმყოფოს (ბარისახოში) მშენებლობაზე; 1930-1932წწ. სამშენებლო ტრესტ "ახალმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად; 1932-1933წწ. გაერთიანება "საქჩაის" სამშენებლო ტრესტებში ინჟინერ-ინსპექტორად; 1933-1934წწ. მინერალური წყლის "ყაზბეგის" ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1935-1937წწ. მუშაობდა თბილისში ავჭალის ფოლად-თუჯის სხმულების ქარხანა "ცენტროლიტის" მშენებლობაზე მთავარ ინჟინრად; 1938-1941წწ. ტურისტულ სამმართველოში - მთავარ ინჟინრად; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში - თავდაცვის ობიექტების სამშენებლო უბნის უფროსად; 1945-1946წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" საწარმოო განყოფილების უფროსი; 1945-1950წწ. "ჩითახევჰესის" მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილე და საწარმოო განყოფილების უფროსი; 1950-1954წწ. ტყიბულის მაღაროთა სამმართველოს გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობის მთავარი ინჟინერი და მშენებლობის უფროსი; 1954-1955წწ. "შაორჰესის" მშენებლობის მთავარი ინჟინერი; 1955-1957წწ. "საქმთავარენერგოს" უფროსის მოადგილე; 1957-1960წწ. საბჭოთა კავშირის ქვანახშირის მრეწველობის, ტრესტ საქნავთობისა და სამთამადნო ობიექტების სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1960-1963წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" მთავარი ინჟინერი; 1963-1972წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქკომუნრემმშეს", იყო სამინისტროს კოლეგიის წევრი; 1972-1974წწ. მუშაობდა იმავე სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 1974-1976წწ. კომუნალური მეურნეობებისა და ქალაქების კეთილმოწყობის სამმართლოს უფროსად; 1977 წლიდან სსრ კავშირის ტექნოლოგიურ ინსტიტუტ "ორგწყალმშენის" თბილისის განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.248 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |