Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ თოფურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნახარებაო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს. მუშაობდა "საქქიმმრეწვის" სპეციალიზებულ საკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინერ-კონსტრუქტორად, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში სპეციალიზებულ სამონტაჟო სამმართველოს უფროსად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 და N3 სამშენებლო ტრესტში განყოფილების უფროსად, თბილისის სამშენებლო-ტექნიკურ სასწავლებელში დირექტორის მოადგილედ, საქართველოს მშენებლობის სამინისტროში განყოფილების გამგედ, საბინაო მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ; იყო სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" უფროსის მოადგილე, ჰოლდინგურ კონპანია "თბილქალაქმშენის" ვიცე-პრეზიდენტი, სს "მშენებლის" გენერალური დირექტორი; 1999 წლიდან არჩეულ იქნა სს "თბილქალაქმშენის" გენერალურ დირექტორად; მისი მონაწილეობით დაპროექტდა და აშენდა მრავალი საცხოვრებელი სახლი, საყოფაცხოვრებო, კულტსაგანმანათლებლო და ადმინისტრაციული შენობა, გლდანის, ვარკეთილის, დიდი დიღმის, ფონიჭალის საცხოვრებელი მასივები, მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში აღდგა და აშენდა საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების ობიექტები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სხვადასხვა დროს მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის მედლები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.248-249 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |