The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუნუ ზენაიშვილი

ნუნუ ზენაიშვილი
დაბადების თარიღი:1938  (86 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს.

1956-1978წწ. მუშაობდა თბილისის საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ უმცროსი, მერე კი უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. ნ. ზენაიშვილის მიერ წარმოებული კვლევითი სამუშაოები ხორციელდებოდა როგორც საქართველოში, ისე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ ცემენტის ქარხნებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის 1969-1982წწ. მონაკვეთი, როდესაც ის ძალზე ნაყოფიერად მუშაობდა რადიაციული გამოსხივებისაგან დამცველი ახალი მასალის შექმნასა და გამოცდაზე. ის თავად ხელმძღვანელობდა ჩერნობილისა და კურსკის ატომურ ელექტროსადგურებში აღნიშნული მასალის მომზადების, ჩაწყობისა და გამოცდის ოპერაციებს. ნ. ზენაიშვილი 1982-1992 წწ. დ. მენდელეევის სახ. საკავშირო ქიმიური საზოგადოების მიე ჩატარებული ყველა სამეცნიერო ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდა. 1997-2005წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრში "ტრადიციული ტექნოლოგიები" უფროს მეცნიერ-მუშაკად. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პარალელურად ის ათეული წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ  და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თბილისის პოლიტექნიკუმსა და კასპის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. არის 58 სამეცნიერო შრომის ავტორი და რადიაციული გამოსხივებისგან დამცველ ცემენტზე საავტორო სერტიფიკატის მფლობელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1975).

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.66-67

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დ. მენდელეევის სახ. საკავშირო ქიმიური საზოგადოების საქართველოს რესპუბლიკური გამგეობა, თავმჯდომარის მოადგილე (1982-)
  • საქართველოს ქიმიური საზოგადოება, დამფუძნებელი (1998-)

გააზიარე: