The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ემზარ თოფურია

ემზარ თოფურია
Date of birth:1935
Date of death:1997  (at 62 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი 1954 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

 1962-1970წწ. ხელმძღვანელობდა საწარმოო-მომპოვებელ ტრესტ "საქტორფის" კაპიტალური მშენებლობისა და საწარმოო განყოფილებებს, ტრესტთან არსებულ სამშენებლო უბანს; 1970 წლიდან საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის ფოთის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; მონაწილეობდა ფოთის რძის ქარხნის, გემთმშენებელი ქარხნის რამდენიმე საამქროს, წისქვილქარხნის კომპლექსის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა მდინარე კაპარჭინაზე ერთ-ერთი რთული კონსტრუქციის ხიდის მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.249

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: