The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან თოფურია

ლევან თოფურია
დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:1993  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ინჟინრის სპეციალობით 1951 წელს.

1951-1958წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად, ჯგუფის ხელმძღვანელად და განყოფილების გამგედ; 1958 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, შემდეგ იყო იმავე სამმართველოს უფროსი; 1962 წელს დაინიშნა ამავე სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად, ხოლო 1974 წელს დააწინაურეს საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 1978 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მომარაგების სახელმწიფო კომიტეტის "საქმთავარმომარაგების" თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 1980 წელს თავმჯდომარედ.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.250

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: