Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე თუმანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1952 წელს. მუშაობდა წამყვან საპროექტო ორგანიზაციებში ქ. თბილისში, ქ. გორში, ქ. ქუთაისში და ქ. სოხუმში; 1979-1984წწ. იყო ქ. გაგრის მთავარი არქიტექტორი; მისი ავტორობით განხორციელებულია მთელი რიგი არქიტექტურულ-გეგმარებითი პროექტები; შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას; აქვს გამოქვეყნებული მრავალი სტატია და პუბლიკაცია რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში; მისი ძირითადი ნამუშევრებია ქ. გორში საცხოვრებელი სახლების და ბამბეულ ქსოვილების კომბინატის რეკონსტრუქციის პროექტები, ქ. ქუთაისის მთავარი მოედნის რეკონსტრუქცია, სანატორიუმი 100 ადგილზე საირმეში, ქ. ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის რეკონსტრუქცია, ქ. ქუთაისის დასვენების პარკის დაგეგმარება, დაღუპულ გმირთა მემორიალის პროექტი ქ. ქუთაისში, ქ. ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის რეაბილიტაციის, კამერული და საორღანო მუსიკის საკონცერტო დარბაზის ადაპტაცია, საქორწილო მომსახურების დარბაზი ქ. ქუთაისში, ქ. მაიაკოვსკის ცენტრის დეტალური დაგეგმარება, საცხოვრებელი სახლის პროექტი ქ. სიღნაღში, შავი ზღვის სანაპიროს დეტალური დაგეგმარების პროექტი სოხუმში, ქ. გაგრაში სანატორიუმ "ენერგეტიკის" რეკონსტრუქცია-გაფართოება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.252 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |