შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ჯონუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭლოუ, ოჩამჩირის რაიონი. 1956-1966წწ. ჟურნალ "ალაშარას" რედაქტორი; 1966-1974წწ. აფხაზეთის ასსრ განათლების მინისტრი. 1986 წლიდან აფხაზეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. ლექსების ბეჭდვა 1936 წლიდან დაიწყო. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები "დილის სხივები" (1949), "სამშობლოსათვის" (1953), "ფიცი" (1956), "ნაკადი" (1958), "ხვალინდელ დღეს" (1967), "მუდამ ჩვენთან ერთად" (1978), "სისხლი და სიყვარული" (1982). მოთხრობები: "პარტიზანულ კოცონთან" (1960), კრებულები: "მოთხრობები" (1961) და სხვა. მისი თხზულებანი თარგმნილია ქართულ და რუსულ ენებზე. აფხაზი საბჭოთა პოეტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.572; ablit.wordpress.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |