შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არკადი ჯორბენაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩიბათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს. 1947-1974 წწ. განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიისა და სასამართლო მედიცინის კათედრას, 1953-1974 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში (1974 წლიდან გარდაცვალებამდე - ამავე კათედრის კონსულტანტი). შეისწავლიდა ავთვისებიანი სიმსივნეების, სხივური, წყლულოვანი და ინფექციური დაავადებების პათანატომიისა და ექსპერიმენტული მედიცინის სხვადასხვა საკითხებს. დიდი დამსახურება მიუძღვის სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა პათოლოგიური ანატომიის განვითარების დარგში. ავტორია და თანაავტორი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ზოგადი და კერძო პათოლოგიური ანატომიისა, აგრეთვე პათოლოგანატომიური გაკვეთის ტექნიკის პირველი ქართული სახელმძღვანელოებისა (1962, 1964, 1976). ქართველი პათოლოგანატომი, პათოლოგიური ანატომიის სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1948). დაჯილდოებულია მედლებით. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.572 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |