| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯორჯანელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი და კარლო ჯორჯანელის თარგმანებიდან აღსანიშნავია: ჰ. ჰაინეს "მოგზაურობის სურათები" (1957), ე. მ. რემარკის "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" (1960), ბ. ბრეხტის "პიესები" (1986, რომელშიც შევიდა "კავკასიური ცარცის წრე", "სამგროშიანი ოპერა") შ. ცვაიგის "მარადიული ძმის თვალები" (1962, 1982), ი. ილფისა და ე. პეტროვის "ოქროს კერპი" (1962, 1964), ჰ. ანდერსენის ზღაპრები, კ. ჩუკოვსკის პოემები და სხვა. მისი თარგმანებია: ი. ვ. გოეთეს "ფაუსტი" ("მნათობი", 1973-1986), ლ. ინფელდის "ევარისტ გალუა" (1965). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.573; გიორგი ჯორჯანელი : [მწერალი 1928-1986. ნეკროლოგი] // ლიტერატურული საქართველო.-თბილისი,1986.- 22აგვისტო. - გვ.16 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

