შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო ჯორჯანელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1951 წელს. 1958-1961წწ. მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში კათედრის დოცენტად, ხოლო 1961-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სპეციალობის გერმანული ენის კათედრის დოცენტად. მისი და გიორგი ჯორჯანელის თარგმანებიდან აღსანიშნავია: ჰ. ჰაინეს "მოგზაურობის სურათები" (1957), ე. მ. რემარკის "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" (1960), ბ. ბრეხტის "პიესები" (1986, რომელშიც შევიდა "კავკასიური ცარცის წრე", "სამგროშიანი ოპერა"), შ. ცვაიგის "მარადიული ძმის თვალები" (1962, 1982), ი. ილფისა და ე. პეტროვის "ოქროს კერპი" (1962, 1964), ჰ. ანდერსენის ზღაპრები, კ. ჩუკოვსკის პოემები და სხვა. კარლომ თარგმნა ფ. შილერის "წერილები ადამიანის ესთეტიკური აღზრდის შესახებ", "მიამიტი და სანტიმენტალური პოეზიის შესახებ" (1965), შ. ცვაიგის "მოუთმენლობა გულისა" (1966, 1982), "ჟოზეფ ფუშე" (1972), "ლევ ტოლსტოი" (1976), "ორი მგოსანი თვისი ცხოვრებისა" (1986), ფ. ჰელდერლინის "ჰიპერიონი" (1982), თ. მანის, ფ. დიურენმატისა და სხვათა ნაწარმოებები. მასვე ეკუთვნის ფილოლოგიური და ლექსიკოლოგიური ნაშრომები ("ევფემიზმები და სიტყვის ტაბუ", 1977; და სხვა), გერმანული ენის სახელმძღვანელოები და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), დოცენტი (1961). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.573 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |