Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო ჯორჯანელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1951 წელს. 1958-1961წწ. მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში კათედრის დოცენტად, ხოლო 1961-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სპეციალობის გერმანული ენის კათედრის დოცენტად. მისი და გიორგი ჯორჯანელის თარგმანებიდან აღსანიშნავია: ჰ. ჰაინეს "მოგზაურობის სურათები" (1957), ე. მ. რემარკის "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" (1960), ბ. ბრეხტის "პიესები" (1986, რომელშიც შევიდა "კავკასიური ცარცის წრე", "სამგროშიანი ოპერა"), შ. ცვაიგის "მარადიული ძმის თვალები" (1962, 1982), ი. ილფისა და ე. პეტროვის "ოქროს კერპი" (1962, 1964), ჰ. ანდერსენის ზღაპრები, კ. ჩუკოვსკის პოემები და სხვა. კარლომ თარგმნა ფ. შილერის "წერილები ადამიანის ესთეტიკური აღზრდის შესახებ", "მიამიტი და სანტიმენტალური პოეზიის შესახებ" (1965), შ. ცვაიგის "მოუთმენლობა გულისა" (1966, 1982), "ჟოზეფ ფუშე" (1972), "ლევ ტოლსტოი" (1976), "ორი მგოსანი თვისი ცხოვრებისა" (1986), ფ. ჰელდერლინის "ჰიპერიონი" (1982), თ. მანის, ფ. დიურენმატისა და სხვათა ნაწარმოებები. მასვე ეკუთვნის ფილოლოგიური და ლექსიკოლოგიური ნაშრომები ("ევფემიზმები და სიტყვის ტაბუ", 1977; და სხვა), გერმანული ენის სახელმძღვანელოები და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), დოცენტი (1961). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.573 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |