შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლამარა იაკობაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ფოლადისა და შენადნობების ინსტიტუტი 1954 წელს. 1954 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ჩარხმშენებელი ქარხნის თერმულ საამქროში. მისი ხელმძღვანელობით მოხდა მოძველებული საამქროს სრული რეკონსტრუქცია, დაინერგა თანამედროვე მიღწევებზე გათვლილი ტექნოლოგიური პროცესები. აღნიშნული საამქრო წლების მანძილზე ფუნქციონირებდა და მასთან ურთიერთობა მას არასდროს შეუწყვეტია. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში ლ. იაკობაშვილი იყო კათედრის გამგის მოადგილე, სახელმწიფო-საკვალიფიკაციო კომისიის წევრი და სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ხელმძღვანელი. ლ. იაკობაშვილის ავტორობით გამოცემულია რამდენიმე სახელმძღვანელო, მრავალი სამეცნიერო ხასიათის სტატია, პრაქტიკული ხასიათის მითითებები, გარკვეული სამუშაო პროგრამები და ა. შ. მას მინიჭებული აქვს სახელმწიფო მედლები, სიგელები, სერთიფიკატები და მადლობები. დოცენტი. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.77-78; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.120 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |