The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ კეკელიძე

ვლადიმერ კეკელიძე
დაბადების თარიღი:21 ოქტომბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რიგა, ლატვია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1970 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა - 1973 წელს. 

1973-1990წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1990-1997წწ. ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიის (ქ. დუბნა) სექტორის უფროსი, დირექტორის მოადგილე; 1997-2000წწ. - დირექტორი; 2005-2006წწ. ცერნ-ის (CERN)  მოწვეული პროფესორი; 2007-2008წწ. ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიის (ქ. დუბნა) დირექტორი; 2008-2009წწ. იმავე ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2009 წლიდან - დირექტორი. 250-მდე გამოქვეყნებული შრომის ავტორია. მიღებული აქვს ქ. დუბნის საერთაშორისო ინსტიტუტის 10 პრემია და სხვა სახელმწიფო ჯილდოები. 1977 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1987 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; 2000 წლიდან პროფესორი,  ქ. პლოვდივის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2012).

წყარო: გაერთიანებული ბირთვული კვლევის ინსტიტუტის ვებ-გვერდი: www.jinr

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

გააზიარე: