The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დაუთბეგ გოგორიშვილი

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:1626
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სამცხის ფეოდალი, გიორგი სააკაძის მომხრე. მასთან ერთად იყო ბაზალეთის ბრძოლაში. ვინაიდან სააკაძეს არ უნდოდა პირადი მონაწილეობა მიეღო ძმათა შორის სისხლისღვრაში, გოგორიშვილმა ჩაიცვა მისი კურტაკი, შეჯდა მისსავე ცხენზე და სააკაძის სახელით ბრძოლაში შეიჭრა. მან არევ-დარევა შეიტანა მოწინააღმდეგის რაზმში, მაგრამ თვითონაც დაიღუპა - ზურაბ არაგვის ერისთავმა მოკლა ორთაბრძოლაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ.3.-თბ.,1978.- გვ.200


გააზიარე: