შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ ვადაჭკორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა დაწყებითი სოფლის სკოლა. ბავშობიდან მუშაობდა ტფილისის ტიპოგრაფიებში შეგირდად, შემდგომ - ასოთამწყობად. 1897 წელს მუშაობდა გაზეთ "ცნობის ფურცლის" ასოთამწყობად. ამ პერიოდიდან ჩაერთო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1898 წელს შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში, ტფილისში. იყო ტიპოგრაფიის მუშათა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 1901 წლის ბოლოს კოოპტაციით შეიყვანეს რსდმპ ტფილისის კომიტეტში, სადაც მუშაობდა 1902 წლის ბოლომდე. 1903 წლის ივლისში ჟანდარმერიამ დააპატიმრა და 3 თვით იჯდა მეტეხის ციხეში. 1905 წლამდე საპასუხისმგებლო პარტიული თანამდებობა არ ეჭირა. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი. 1905 წლის დასაწყისიდან ტფილისის კომიტეტში თბილისის მე-3 რაიონის წარმომადგენლად იყო კომიტეტის წევრის უფლებით. 1905 წლის აგვისტოში ქალაქის საბჭოს შენობაში დემონსტრაციის დარბევისას დააპატიმრეს და ციხეში იჯდა თვე-ნახევარი. 1905 წლის ბოლოს კვლავ დააპატიმრეს 4 თვით. დამსახურებების გამო პარტიამ მისი კანდიდატურა 1906 წელს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე ხმოსნად წამოაყენა. 1908 წლამდე იყო რსდმპ ტფილისის კომიტეტის წევრი, ასევე იყო არალეგალურ გაზეთ "დილას" პასუხისმგებელი რედაქტორი. 1908 წლის თებერვალში დააპატიმრეს. 1914 წლიდან 1915 წლამდე ცხოვრობდა კონსტანანტინოპოლში, სადაც მუშაობდა ასოთამწყობად; 1915 წელს გადავიდა ბერლინში, იქაც ტიპოგრაფიაში მუშაობდა. საქართველოში 1918 წლის მაისში დაბრუნდა, მუშაობდა ქალაქ ტფილისში, ტიპოგრაფიაში. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს იყო საქართველოს დამფუძნებელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1924 წლის ბოლოდან იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დასაშლელად ჩამოყალიბებული "მუშათა კომისიის" წევრი. ასოთამწყობი, სოციალ-დემოკრატი. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.228 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |